ოქტომბრის არჩევნები და ევროინტეგრაცია | სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელს შეხვდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს ევროინტეგრაცია იყო სალომე ზურაბიშვილისა და ჯოზეფ ბორელის შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა. საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში შეხვდა.

"დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს მტკიცე ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი" - აღნიშნავს პრეზიდენტი ბორელთან შეხვედრისას.

ამავე სამიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი დღეს უკრაინის, პოლონეთისა და მოლდოვის პრეზიდენტებს შეხვდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი