სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში შარლ მიშელს შეხვდა

გამოქვეყნდა:

შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ოფიციალურ გახსნამდე, საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. როგორც X-ზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოლაპარაკებისას განიხილეს საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი და ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად გადასადგმელი ნაბიჯები.

სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელს ინფორმაცია მიაწოდა ქართულ ქარტიაზე, რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში დღეს უკრაინის, პოლონეთისა და მოლდოვის პრეზიდენტებს, ასევე ევროკომისარ ჯოზეფ ბორელს შეხვდა.

ცოტა ხნის წინ კი, სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი