ჩეჩნეთის ომბუდსმენმა მანსურ სოლტაევმა 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლითაც, რეგიონში ადამიანის უფლებები არ დარღვეულა. დოკუმენტში მხოლოდ რუსეთის სხვა რეგიონებში, ეთნიკური ჩეჩნების წინააღმდეგ დარღვევების ჩამონათვალია შესული.
171-გვერდიანი დოკუმენტში ვერ მოხვდა თავდასხმა ჟურნალისტ ელენა მილაშინასა და ადვოკატ ალექსანდრე ნემოვზე, რომელიც 2023 წლის ზაფხულში მოხდა. ასევე უყურადღებოდ დარჩა რამზან კადიროვის შვილის, ადამ კადიროვის მიერ, დაკავებული ნიკიტა ჟურაველის ცემა, პოლიტპატიმარ ზარემა მუსაევას უფლებების დარღვევა და ჩეჩენი სედა სულეიმანოვას შესაძლო მკვლელობა.