"ჩვენ გვყავს მხოლოდ ერთი აგრესორი - რუსეთი" | არგენტინის პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

შვეიცარიაში, მშვიდობის გლობალური სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი არგენტინის პრეზიდენტს ხავიერ მაილის შეხვდა და სამიტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან მიხარია შენი აქ ნახვა. მე ვიცი, რომ გზა სამიტამდე გრძელი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიას ემახსოვრება ჩვენი გრძელი გზა მშვიდობისკენ. მადლობელი ვარ თქვენი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პრეზიდენტებმა განიხილეს სამშვიდობო ფორმულის ცალკეული პუნქტების განხორციელების შემდგომი ნაბიჯები. ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა არგენტინას უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საერთაშორისო კოალიციაში გაწევრიანებისთვის.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. ჩვენ გვჯერა, რომ არავის აქვს სხვა ქვეყანაზე შეტევის უფლება. ახლა ჩვენ გვყავს მხოლოდ ერთი აგრესორი - რუსეთი. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას“ - აღნიშნა ხავიერ მაილიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ არგენტინის პრეზიდენტი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი