რუსეთში წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმრებმა ორი თანამშრომელი მძევლად აიყვანეს

გამოქვეყნდა:

რუსეთში, როსტოვის ოლქის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალდებულმა ორი თანამშრომელი მძევლად აიყვანეს. ინფორმაციას მედია რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. 

უწყება ამბობს, რომ ადგილზე არიან ძალოვანი სტრუქტურებისა და პროკურატურის წარმომადგენლები და მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დეპარტამენტის მტკიცებით, ვითარება კონტროლდება. 

სამთავრობო მედია "რია" ავრცელებს დაუდასტურებელ ინფორმაციას, რომ პატიმრებს, რომლებმაც მძევლები აიყვანეს, ბრალი ტერორიზმში ედებათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი