"გეიარ-გამეიარე" | ქუთაისის ბიუჯეტის დაფინანსებით, ტურისტებისთვის შექმნილი აპლიკაციას კრიტიკა მოჰყვა

გამოქვეყნდა:

"გეიარ-გამეიარე" - ასე ჰქვია აპლიკაციას, რომელიც იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) დაკვეთით შეიქმნა. ბიუჯეტიდან კი ამ და კიდევ ერთი აპლიკაციის შექმნისთვის 105 ათასი ლარი გამოიყო.

აპლიკაციის სახელწოდებას კრიტიკა მოჰყვა ტურისტული გიდების ნაწილში, ასევე სამოქალაქო აქტივისტებსა და ხელისუფლების ოპონენტებში.

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, ამ აპლიკაციის სახელწოდება ნათლად აჩვენებს, თუ რას ფიქრობს "ქართული ოცნების" ხელისუფლება ქუთაისზე და ქუთაისელებზე.

"მსგავსი სახელწოდებების შერჩევა, პირველ რიგში აკნინებს ამ ქალაქის მაცხოვრებლებს, მის ისტორიას, მის კულტურას და არანაირად არ წაადგება ტურიზმის განვითარებას. ნამდვილად არიან იმ დონის, რაც არის დასახელება, ნამდვილად არიან გეიარ-გამეიარე ხალხი ტურიზმის სამსახურში", - ამბობს გიდი, ლაშა ბერეკაშვილი.

შემსრულებელმა კომპანიამ შეკვეთა აუქციონის გარეშე მიიღო. აპლიკაცია რამდენიმე დღეში ამოქმედდება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი