კალაძე: ამერიკული სანქციები არ არსებობს

გამოქვეყნდა:

"ამერიკული სანქციები არ არსებობს. არ არსებობს ამერიკული სანქციები. არსებობს ამერიკული მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, გადაიტვირთება და უფრო მეგობრული გახდება. [...]

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი გზა არის ევროპა, ევროპული მომავალი, ევროინტეგრაცია და ამ გზაზე "ქართულმა ოცნებამ" მიაღწია უდიდეს გამარჯვებას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად. რაც არ უნდა ზეწოლა და პრობლემების შექმნის მცდელობა იყოს, ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ, ღირსეულად ვივლით და გავხდებით იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია".

ამბობს "ოცნების" გენერალური მდივანი, კახი კალაძე. შეგახსენებთ, 6 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციების პირველი ეტაპი გამოაცხადა. სავიზო აკრძალვებს აშშ უწესებს "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და სხვა კერძო პირებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი