სალომე ზურაბიშვილი გამოიყურებოდა, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის" | ნიკა გვარამია შვეიცარიაში მიმდინარე მშვიდობის სამიტზე

გამოქვეყნდა:

პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი შვეიცარიაში გამართულ უკრაინის მშვიდობის სამიტზე "გამოიყურებოდა, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის. 

გვარამიამ შეაფასა თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადება შარლ მიშელის მოწოდებასთან დაკავშირებითაც. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ გზაზე სვლის გაგრძელება მოუწოდა, კალაძემ კი თქვა, რომ "მსგავსი მიზანმიმართული სპეკულაციები და განცხადებები არის სიცრუე და იმ ბინძური კამპანიის ნაწილი, რომელიც "გამჭირვალობის კანონთან" დაკავშირებით, მთელი თვეების განმავლობაში არსებობდა".

"სალომე ზურაბიშვილი გამოიყურებოდა, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის, ძალიან მნიშვნელოვან, სახელმწიფო მეთაურების სამიტზე. მე არ მახსენდება ბოლოს საქართველოს ხელისუფლება როდის გამოიყურებოდა ასე, როდის იდგა ცენტრში ფოტოს გადაღების დროს, როდის შეხვდა ამდენი უმნიშვნელოვანესი და უმაღლესი თანამდებობის პირი ევროკავშირის და არამხოლოდ, საქართველოს პრეზიდენტს და საერთოდ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს. არ მახსოვს არა ასეთი რამ არ მომხდარა უკრაინის ომის შემდეგ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ხალხისგან განსხვავებით, სრულიად მკაფიო პოზიცია აქვს უკრაინასთან დაკავშირებით, იგი მხარს უჭერს რუსეთს. კალაძის თავდასხმა საერთაშორისო სამიტზე, საერთაშორისო თანამეგობრობაზე და თუნდაც პრეზიდენტ, ზურაბიშვილზე გამოიყურება ძალიან სასაცილოდ," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი