რუსეთში მოკლეს პატიმრები, რომლებმაც წინასწარი დაკავების იზოლატორში მძევლები აიყვანეს

გამოქვეყნდა:

პატიმრები, რომლებმაც მძევლები აიყვანეს დონის როსტოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში, მოკლეს. მედია ინფორმაციას ფედერალურ სასჯელაღსრულების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს და ამბობს, რომ მძევლები თავისუფლები არიან.

უწყება ამბობს, რომ მძევლები ოპერაციის დროს არ დაშავებულან. ერთ-ერთი მძევალი ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის როსტოვის შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსი იყო, მეორე სამთავრობო მედია "რიას" მიხედვით, ზედამხედველი. 

"ინტერფაქს" სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, რომ ექვსი პატიმარი ითხოვდა მათთვის მანქანის გადაცემას და თავისუფლად წასვლის უფლების მიცემას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი