მსოფლიოს ახალი წესრიგი | რა შეიცვალა გასულ კვირას უკრაინისთვის და სად არის საქართველო - თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

გასული კვირა  გადამწყვეტი მნიშვნელობის მოვლენებით იყო დატვირთული უკრაინისთვის და მთლიანად ჩვენი რეგიონისთვის - G7 რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის, სესხის სახით, 50 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდა და ეს მხოლოდ დასაწყისია.

უკრაინამ მიიღო უფლება რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს მოკავშირეების მიერ მიწოდებული იარაღი. რუსეთის მიერ ხარკოვში პროპაგანდისტული სპეცეფექტებით წამოწყებული შეტევა ისე ჩაფლავდა, რომ მხოლოდ 10-კილომეტრიან მონაკვეთზე რუსების ცოცხალი ძალის დღიური დანაკარგები 1000-ებით ითვლება.  რუსული რუბლიც და საფონდო ბირჟაც სანქციების ბოლო პაკეტმა მიწასთან გაასწორა.  და ბოლოს, უკვე რამდენიმე დღეში მოლდოვა და უკრაინა დადასტურებულად და ოფიციალურად გადავლენ მოლაპარაკების  ეტაპზე. აი საქართველოს შემთხვევაში კი პირიქით, შესაძლოა უკვე მიღებული კანდიდატის სტატუსიც დავკარგოთ და  ევროკავშირში იმაზეც მსჯელობენ, რა  ტიპის სანქციებს გაატარებენ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი