14 ივლისს ლევილის ქართულ მამულში გაიმართება ჩემი სპექტაკლი, ვამბობ უარს და არ მივდივარ | რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი

გამოქვეყნდა:

რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ამბობს, რომ 14 ივლისს, საფრანგეთში, ლევილის ქართულ მამულში გაიმართება სპექტაკლი "ცის კარი", რომელიც ორი წლის წინ დადგა. მისი თქმით, პროტესტის ნიშნად არ აპირებს საფრანგეთში წავიდეს.

"ა.წ. 14 ივლისს, საფრანგეთში, ლევილის ქართულ მამულში გაიმართება (ოზურგეთის თეატრში, ორი წლის წინ ჩემ მიერ დადგმული) სპექტაკლი - ,,ცის კარი”.

მე, ვამბობ უარს და ლოგიკურია, რომ არ მივდივარ. იმ კეკლუცობის ფუფუნება, “ქართული კულტურის პოპულარიზაცია” ან ,,მე ჩემს საქმეს ვაკეთებ” რომ ჰქვია, აღარ არის.

მე და მთავრობის წევრები, ვინც ჩვენ წარსულს და ჩვენს შვილებს მომავალს გვართმევენ, ასევე ადამიანები, ვინც ძალადობას საჯაროდ არ გმობენ, ერთად აღარასდროს ვიფრენთ", - წერს რეჟისორი Facebook-ზე.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი