ხევსურეთში რუსული ჭურვით დაზიანებული კოშკი აღადგინეს | პროექტმა "ევროპა ნოსტრას" ჯილდო მოიპოვა

გამოქვეყნდა:

ხევსურეთში, სოფელ ახიელში, რუსული ჭურვით დაზიანებული კოშკი აღადგინეს. პროექტმა "ევროპა ნოსტრას" ჯილდო მოიპოვა. XVI-XVIII საუკუნეების ცისკარაულების კოშკი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს, 2001 წელს, რუსული ჭურვების სამიზნე გახდა.

საქართველოს ეროვნული ფონდის ცნობით, ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციაა დასავლელი პარტნიორების დაფინანსებით გახდა შესაძლებელი და ქართველი და ევროპელი პროფესიონალებისა და ახალგაზრდა მოხალისეების ერთობლივი მუშაობის შედეგია. ძეგლის რეაბილიტაციაზე, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, საქართველოში 420 000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც, დაახლოებით 90 000 ლარი პროექტში ჩართულ ადგილობრივ თემს მოხმარდა.

პროექტი "მოქალაქეთა მიერ ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია" საქართველოში 2021-2023 წლებში განხორციელდა ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაციასთან (International National Trusts Organisation, დიდი ბრიტანეთი), "რამპართან" (REMPART, საფრანგეთი) და ასოციაცია სიდლეცინის კოშკის (‘Ducal Tower in Siedlecin’, პოლონეთი) - მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტი დააფინანსებულია საერთაშორისო ფონდ "ალიფის" (ALIPH Foundation) მიერ.

ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცის პროექტი "ევროპა ნოსტრას" კონკურსის კიდევ ერთ კატეგორიაში - "საზოგადოების არჩევანის" - კონკურსშიც მონაწილეობს. ხმის მისაცემად მიჰყევით აღნიშნულ ბმულს - https://vote.europanostra.org/

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი