ზუგდიდში ვაყალიბებთ ძალიან ძლიერ გუნდს, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის | პარტია "ახალი" რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებს

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში პარტია "ახალის" თანათავმჯდომარეები ნიკა მელია და ნიკა გვარამია პარტიის ადგილობრივ ლიდერებს შეხვდნენ და წინასაარჩევნო სტრატეგიაზე იმსჯელეს. პარტიის წევრებმა განიხილეს ადგილობრივების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

"ზუგდიდში პარტია ახალი აყალიბებს ძალიან ძლიერ, კომპეტენტურ, ბრძოლისუნარიან, წესიერი ადამიანებისგან შემდგარ გუნდს, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის, გამარჯვებისთვის არა ოპოზიციაში ვიყოთ პირველები, ეს არ არის ჩვენი ამოცანა, არამედ ქალაქი ზუგდიდი და ზუგდიდის რაიონი უნდა იყოს გამარჯვებული. წილი ზუგდიდიდან დიდ საერთო ყულაბაში ოპოზიციური ხმების მონაგარის თვალსაზრისით, იქნება უმნიშვნელოვანესი",  - თქვა პარტიის თანათავმჯდომარე, ნიკა მელიამ.

პარტია შეხვედრებს სხვა ქალაქებსა და რეგიონებში გააგრძელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი