
პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილისა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეს, გიორგი შინჯიკაშვილს მომხდარ დაპირისპირებაზე.
"დრამატიზებას შეეშვით" უთხრა მან ჟურნალისტებს და თქვა, რომ თუ დასაწყები იქნება გამოძიება, ამას შესაბამისი უწყებები გააკეთებენ.
"ეს არის რაღაც ამბის დრამატიზების აბსოლუტურად უსუსური მცდელობა, თუ სადმე ვინმეს რამე, არ ვიცი, თუ სადმე ვინმეს რამე კონფლიქტი ჰქონდა, დარწმუნებული ვარ ეს კონფლიქტი მარტივად მოგვარდება. [მარტყოფში გაურკვეველი ადამიანები დგანან, არ უშვებენ ხალხს] კოვიდია და კარანტინი გამოაცხადეს, არაფერი არ ხდება, დრამატიზებას ახდენთ ამ ყველაფრის", - თქვა კობახიძემ.