სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პარლამენტში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას განიხილავენ.
როგორც პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, მოსმენა თემაზე: "სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების წინადადება" 21 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება.
მოსმენის ინიციატივა "სომხეთის დემოკრატიული ძალების პლატფორმას" ეკუთვნის, რომელიც რამდენიმე პოლიტიკურ ძალას აერთიანებს.