მზადება არჩევნებისთვის | კონსულტაციები პოლიტიკურ პროდასავლურ პარტიებს შორის

გამოქვეყნდა:

როგორი იქნება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კონფიგურაცია არჩევნებზე - პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები გადამწყვეტ ეტაპზე გადადის. რამდენიმე პარტიამ უკვე გამოთქვა 2024 წლის საპარლმენტო არჩევნებზე ერთობლივი ძალების ბრძოლის მზაობა. "დროა" და "გირჩი" ერთად იბრძოლებენ, თუმცა, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების რეჟიმში რჩებიან. "ლელოსთან" ერთობის მზაობას გამოთქვამს გიორგი გახარიას პარტია "საქართველოში", მაგრამ "ლელო" თანამშომლობისთვის ჯერ მზად არ არის. 

იქნება თუ არა ფართო ოპოზიციური გაერთიანება ეს ალბათ უფრო იმ კვლევაზეა დამოკიდებული, რომელსაც ოპოზიცია რამდენიმე დღეში ელის. აქაც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა დაკვეთას აძლევს ხელისუფების ოპონენტებს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი