"მოგმართავთ თქვენ, პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ, თხოვნით, რომ სრულად გააუქმოთ სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, გამოაცხადოთ იმ მოქალაქეების ამნისტია, რომლებიც უვიზო რეჟიმის გამოცხადებამდე იყვნენ იძულებულები, დაერღვიათ წესები და არალეგალურად იმყოფებიან რუსეთის ტერიტორიაზე, ან მოხდა მათი დეპორტაცია" - ახალი გზავნილები პუტინს ქართული კრემლისტური ჯგუფებისგან. რუსეთში მოღვაწე "ქართული ოცნების" ფავორიტი ბიზნესმენი კრმელს ღიად მოუწოდებს სრულად გააუქმოს სავიზო რეჟიმი. მამუკა ფიფია რომ საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს, ეს გამოიხატა შარშან, როდესაც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ის პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძის საშვით იმყოფებოდა. პუტინის მეხოტბის საქართველოს პარლამენტში ყოფნა მაშინ უმრავლესობის დეპუიტატებს არ გაუპროტესტებიათ.