ინდოეთში სატვირთო მატარებელი სამგზავრო მატარებელს შეეჯახა - შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შესაძლოა, რომ შემთხვევა "ადამიანური შეცდომის" გამო მომხდარიყო, ამას კი გამოძიება დაადგენს. ცნობილია, რომ დაღუპულებს შორის მემანქანე და მისი დამხმარეც არიან. ამ დროისთვის სამაშველო ოპერაციები დასრულებულია.
დაშავებულები ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს.