კრიტიკის შემდეგ, ქუთაისის ბიუჯეტის დაფინანსებით, ტურისტებისთვის შექმნილ აპლიკაციას "გეიარ-გამეიარეს" აღარ დაარქმევენ

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) დაკვეთით, ტურისტებისთვის შექმნილ აპლიკაციას "გეიარ გამეიარე" აღარ დაერქმევა.

სახელწოდებას ქუთაისში გიდების ნაწილის, სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი კრიტიკის შემდეგ აპლიკაციის სახელის შეცვლა გადაწყვიტა და მას "ქალაქი მუზეუმი" დაერქმევა. ბიუჯეტიდან ამ და კიდევ ერთი აპლიკაციის შექმნაზე ჯამში 105 000 ლარი დაიხარჯა.

"საზოგადოების პროტესტმა გამოიღო თავისი შედეგი და ქუთაისი მერმა უარი თქვა საბოლოო ჯამში ამ რაღაც გაურკვეველი, ქუთაისისთვის შეუფერებელი "გეიარ გამეიარეს" დარქმევისგან. ჩემი აზრით, ამ ყველაფრის თავიდან აცილება სრულიად შესაძლებელი იყო, რომ თავის დროზე გამოცხადებულიყო დისკუსია ამ სახელთან დაკავშირებით", - ამბობს ენმ-ის წევრი, გიგა შუშანია. 

მისი თქმით, მერმა უნდა წარადგინოს დეტალური ანგარიში რაში დაიხარჯა 105 000 ლარი. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი