"საქართველოს მთავრობის უკანასკნელი ქმედებები ევროინტეგრაციის პროცესს უკან ხევს" | ჯულს მაატენი

გამოქვეყნდა:

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდ თავისუფლებისთვის "ევროპული დიალოგის" დირექტორი, ყოფილი ევროპარლამენტარი ნიდერლანდებიდან ჯულს მაატენი ამბობს, რომ ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოსთან მიმართებაში ყველა ოპტიმისტურად იყო განწყობილი და ქვეყანა გაცილებით  უკეთეს პოზიციაში იყო, ვიდრე უკრაინა და მოლდოვაა, თუმცა ახლა, საქართველოს მთავრობის უკანასკნელმა ქმედებებმა ეს პროცესი უკან დახიო. ჯულს მაატენი ამ კონტექსტში ხაზს უსვამს რუსული კანონის მიღებას: 

"საქართველო ძალიან პოზიტიური მიმართულებით მდიოდა სულ ცოტა ხნის წინ და ჩვენ ყველანი ძალიან ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილები თქვენი ქვეყნის მიმართ, როდესაც საქმე გაფართოების ამ ტალღას ეხებოდა. საქართველო გაცილებით უკეთეს პოზიციაში იყო, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, თუმცა საქართველოს მთავრობის უკანასკნელი ქმედებები განსაკუთრებით უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღება, რომელმაც შეშფოთება გამოიწვია ევროკავშირში, ამ პროცესს უკან ხევს. ეს ძალიან დასანანია, იმიტომ, რომ საქართველო ნამდვილად კარგად მიდიოდა" ამბობს ის "დღის სტუმართან" ინტერვიუში. 

მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა განიხილოს ინდივიდუალური სანქციების დაწესების შესაძლებლობა - "არ შეიძლება ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი ქმედებები არ მოჰყვეს იმ ყველაფერს, რაც საქართველოში ხდება. მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ, თუ რისი გაკეთებაა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაგრძელდეს. ჩვენ ვიცით, რომ ქართველ ხალხს ეს სურს და პრობლემები ძირითადად მთავრობიდან მოდის". ამბობს ევროპელი პოლიტიკოსი.

 


 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი