"სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთი მხრივ ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს. თქვენ არ შეგიძლიათ ხალხს დაჰპირდეთ ისეთ რამეს, რისი დაპირებაც თქვენზე არ არის დამოკიდებული, როგორიცაა გახდეთ ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის. ეს ჩვენზე, წევრ ქვეყნებზეა დამოკიდებული. ჩვენ ასევე გავიარეთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ასეთი კრიტერიუმები არასოდეს დაგვიყენებია ეჭვქვეშ. ვფიქრობ, ეს არის ის, რომ შესაძლოა ესტონეთი ცოტა უფრო მგრძნობიარე იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ახლა ვიცით, რომ მოთხოვნები ასპირანტი ქვეყნების მიმართ ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე არსებული წევრების მიმართ".
ამბობს ესტონეთის ელჩი საქართველოში, რიინა კალიურანდი "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში.