აშშ-ის ელჩის განცხადება ძალიან მძიმე და ხისტია, სანქციების I პაკეტი უკვე დადასტურებულად განხორციელებულია... ესტონეთის ელჩის განცხადება ნიშნავს, რომ სანქციებს EU-დანაც უნდა ველოდოთ | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

საქართველოში ამერიკისა და ესტონეთის ელჩების განცხადებას გამოეხმაურა "ახალის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია, რომელიც ფიქრობს, რომ რობინ დანიგანისგან მოვისმინეთ, რომ სანქციების პირველი პაკეტი უკვე დადასტურებულად განხორციელებულია. ნიკა გვარამიას თქმით, ესტონეთის ელჩის განცხადება ნიშნავს, რომ სანქციებს ევროკავშირისგანაც უნდა ველოდოთ.

"ელჩის განცხადება არის ძალიან მძიმე და ხისტი, სანქციების პირველი პაკეტი უკვე დადასტურებულად განხორციელებულია, რაც ელჩისგან მოვისმინეთ, ასევე მძიმე განცხადება იყო ესტონეთის ელჩისგან, რომელიც ზოგადად ძალიან მოზომილი ადამიანია, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირის სანქციებსაც უნდა ველოდოთ, ორივე განცხადებაში ნათქვამია, რომ ხალხი კი არ ისჯება, მაგრამ ისჯება მთავრობა, რომელიც ანტიდასავლურ კურსს ატარებს და საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ იქცევა ასე. ნებისმიერ შემთხვევაში, გარედან ზეწოლა არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი, მაგრამ მთავარი ცვლილებები არის ჩვენზე, ქართული ოცნება და დასავლეთი ერთად არ გამოგვივა, ამიტომ უნდა შევცვალოთ ოქტომბერში ეს ხელისუფლება აუცილებლად, თუ გვინდა ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს, დასავლური სამყაროს ნაწილი", - ამბობს ნიკა გვარამია.

იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი