კანადამ ნავალნის საქმესთან დაკავშირებული რუსეთის 13 მოქალაქე დაასანქცირა

გამოქვეყნდა:

კანადამ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, სიკვდილთან დაკავშირებული რუსეთის 13 მოქალაქე დაასანქცირა. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ განაცხადა.

"რადგან ჩვენ ვცხოვრობთ მრავალი ურთიერთდაკავშირებული კრიზისის პერიოდში, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გავამახვილოთ რუსების ძალისხმევაზე ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. დღევანდელი სანქციები კიდევ უფრო გამოხატავს ძლიერ ფრონტს კრემლის მიერ ადამიანის უფლებების მუდმივი უხეში დარღვევისა და რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობის წინააღმდეგ," - განაცხადა ჯოლიმ.

სანქციები დაუწესდათ, რუსეთის საგამოძიებო უწყების, სასჯელაღსრულების სამსახურისა და პოლიციის მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ნავალნის არასათანადო მოპყრობასა და სიკვდილში. ეს მოიცავს ბატონ ნავალნის მოწამვლას ნოვიჩოკის ტიპის ქიმიური ნერვული აგენტით 2020 წელს, მის უკანონო დაკავებას მოსკოვის აეროპორტში 2021 წელს რუსეთში დაბრუნების შემდეგ, გერმანიაში მოწამვლის მკურნალობის შემდეგ, ადამიანის უფლებების შეუსრულებლობას.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ბლოგერი ალექსეი ნავალნი რუსეთის ციხეში 16 თებერვალს დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი