კრემლის მუქარის მიუხედავად, ფინეთის საზღვართან რუსული სამხედრო ბაზები თითქმის ცარიელია | დაზვერვა

გამოქვეყნდა:

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ფინეთის საზღვართან რუსული ბაზები თითქმის ცარიელია, რადგან რუსეთმა პერსონალი და აღჭურვილობა ფრონტის ხაზზე, უკრაინაში გადაისროლა. მაუწყებელი ინფორმაციას დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც ფინეთი ნატო-ში გაწევრიანდა, კრემლი იმუქრებოდა, რომ საზღვართან სამხედროების რაოდენობას გაზრდიდა, მაგრამ "ახლა ბაზებში იმაზე ნაკლები სამხედროა, ვიდრე ერთი წლის წინ" - აცხადებს ფინური მედია.

მათივე ცნობით, საშუალოდ, ტექნიკისა და ჯარისკაცების 80% უკრაინის წინააღმდეგ ომშია ჩართული. 

მედიამ რუსული ბაზების სატელიტური სურათებიც მოიპოვა, რომლებიც, მათივე ცნობით, ამ ინფორმაციას ადასტურებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი