ორი დიქტატორის შეხვედრა და პროპაგანდა ფხენიანში | პუტინის ვიზიტი ჩრდ. კორეაში

გამოქვეყნდა:

ორი დიქტატორის შეხვედრა და შიდა მოხმარებაზე გათვლილი პროპაგანდა. ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში საერთაშორიო იზოლაციაში მოქცეული ორი ქვეყნის ლიდერის უკანასკნელ შანსად შეაფასეს დასავლეთში. პუტინი ფხენიანში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, სადაც ჩრდილოეთ კორეის დიქტატორ მმართველთან ყოვლისმომცველი ურთიერთობების აქტზე მოაწერეს ხელი.

ტრადიციულად, ვიზიტი უმაღლესი პროპაგანდისტული ელემენტებით იყო დატვირთული, რუსული მედია აქტიურად ტირაჟებდა პუტინის ვიზიტის პარალელურად ჩრდილოეთ კორეასთან მეგობრული ურთიერთობების დამყარების მნიშვნელობას.

ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ იზოლაციაში მოქცეული რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ფხენიანში შიდა მოხმარებაზე გათვლილი პროპაგანდის გარდა კიდევ ერთ მიზანს ისახავდა - უკრაინაში ომის კვალდაკვალ ამოწურული სამხედრო რესურსების შევსებაზე ჩრდილეოთ კორეასთან ფარული მოლაპარაკებების წარმოებას. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი