მანიპულაცია რიცხვებით | "ოცნების" მტკიცებით, საქართველოში საშუალო ხელფასი 2 000 ლარამდეა

გამოქვეყნდა:

რიცხვებით მანიპულაცია - ასე აფასებენ ოპოზიციაში საქსტატის ახალ მონაცემებს. სახელმწიფო უწყება ამტკიცებს, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი 2000 ლარამდეა. ხელისუფლების ოპონენტების გარდა, ამ მონაცემის არც მოქალაქეებს სჯერათ. თუ ოპოზიციაში "ქართულ ოცნებას" მეთოდოლოგიის ხარვეზებსა და განზრახ მანიპულაციაზე მიანიშნებენ, ხალხი პირდაპირ ამბობს, რომ მთავრობა იტყუება და ასეთი შემოსავალი არათუ საშუალო, არამედ ბევრისთვის უბრალოდ საოცნებოა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი