EU რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის მთავრობა ადასტურებს, რომ გაერთიანება რუსეთის წინააღმდეგ, საერთაშორისო სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდა. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, პაკეტი გულისხმობს უზრუნველყოს ახალ ზომების მიღება, უკვე არსებული სანქციების გაძლიერების მიზნით, ხარვეზების აღმოფხვრას.

Reuters-ის ცნობით კი, ახალი პაკეტი, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს რუსული თხევადი გაზის გადაზიდვის აკრძალვას.

ახალ პაკეტს სავარაუდოდ ევროკავშირის სამიტზე ბრიუსელში, 27-28 ივნისს დაამტკიცებენ.

შეგახსენებთ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2 წელიწადში ევროკავშირმა აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების 13 პაკეტი დაამტკიცა. ბოლო, მე-13 პაკეტი თებერვალში დამტკიცდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი