პუტინი-კიმ ჩენ ინის შეთანხმების შემდეგ, სამხრეთ კორეამ შესაძლოა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება განიხილოს | მედია

გამოქვეყნდა:

რუსეთსა და ჩრდ. კორეას შორის თანამშრომლობისა და თავდაცვის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, სამხრეთ კორეამ შესაძლოა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება განიხილოს - მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჩანგ ჰო-ჯინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

”მთავრობა გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას და გმობს შეთანხმების ხელმოწერას, ჩვენ ვგეგმავთ გადავხედოთ უკრაინისთვის იარაღით მხარდაჭერის საკითხს“ - თქვა ჩანმა და დასძინა, რომ ნებისმიერი თანამშრომლობა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ხელს უწყობს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო გაძლიერებას, არის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა. 

კიდევ ერთმა წყარომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტი კაბინეტიდან, ჟურნალისტებთან ეს საკითხი არ დაადასტურა, თუმცა არც უარყო და განაცხადა, რომ კონკრეტული ზომები მოგვიანებით გახდება ცნობილი და არ სურთ  წინასწარ გეგმების გამჟღავნება.

სამხრეთ კორეა მსოფლიოში იარაღის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია თუმცა, სეულს ამ დრომდე უკრაინისთვის სამხედრო დახმარება არ გადაუცია.

შეგახსენებთ, გუშინ, 19 ივნისს პუტინი ფხენიანში იმყოფებოდა, სადაც კიმ ჩენ ინს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლითაც ისინი მესამე ქვეყნის "შეჭრის შემთხვევაში" ერთმანეთს სამხედრო დახმარებას გაუწევენ.
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი