კანონდამრღვევი კანონმდებლები და მათი ოჯახის წევრები. დეპუტატ ზაალ დუგლაძის ძმა მედიის ყურადღების ცენტრში მისი ქონებრივი დეკლარაციის გამო მოექცა. გიორგი დუგლაძე, რომელიც "ოცნების" ხელისუფლების მაღალჩინოსანია და კანონმდებლობა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ავალდებულებს, უკვე ორი წელი სახელმწიფოს მილიონობით ლარის ღირებულების ქონებას უმალავს. მის დეკლარაციაში მხოლოდ ოჯახური მდგომარეობაა მითითებული და არასად ფიგურირებს, რომ დუგლაძეების ოჯახის საკუთრებაშია თბილისი ელიტურ უბნებში მდებარე საცხოვრებელი სახლები, მიწის ნაკვეტები და აგარაკები. ასევე საიდუმლოდ რჩება მისი ბიზნესსაქმიანობა, რომელიც სხვადასხვა სფეროს უკავშირდება.