რუმინეთი უკრაინას Patriot-ის სისტემას გადასცემს

გამოქვეყნდა:

რუმინეთი უკრაინას  Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს. გადაწყვეტილება რუმინეთის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

უკრაინის პრეზიდენტი რუმინელ კოლეგას მადლობას უხდის. ზელენსკის შეფასებით, ეს არის გადამწყვეტი წვლილი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში, რაც ხელს შეუწყობს როგორც ხალხის, ისე კრიტიკული ინფრასტრუქტურის უკეთ დაცვას რუსული საჰაერო ტერორისგან.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ნაბიჯი აძლიერებს უსაფრთხოებას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ ჩვენს რეგიონში და ევროპაში“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი