
"გვახსოვდეს გავრილოვის ღამე!" - ამ სახელწოდებით აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე გაიმართა. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა "დაფიონია". ორგანიზაციის წევრი ახალგაზრდები ამბობენ, რომ მათი მიზანია, შეახსენონ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ქვეყნის რუსიფიკაციას არ შეეგუებიან.
"2019 წლის 20 ივნისს "ქართულმა ოცნებამ" პირველად უღალატა მასშტაბურად ქართველ ხალხს და გავრილოვი ჩასვა თავჯდომარის სავარძელში, შემდგომ გამოიყენა არაპროპორციული ძალა და ახალგაზრდებს თვალები დათხარა... (“ქართული ოცნება” მოსვლის დღიდან ღალატობს ქართულ ევროვნულ იდეებს)" - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
პარალელურად, მოძრაობა "დაფიონის" ორგანიზებით, აქცია მიმდინარეობს თბილისში, პარლამენტის შენობასთან.