"ოლიგარქი ივანიშვილი უკვე იგივეს ლაპარაკობს, რასაც პუტინი" | გონჩარენკო ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

უკრაინის რადას დეპუტატი ალექსი გონჩარენკო ბიძინა ივანიშვილის უკრაინული სანქციების სიაში შეყვანას ითხოვს: 

"რატომ არ არის ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სანქციების სიაში? ის სრულად უჭერს მხარს რუსულ რიტორიკას და უკვე იგივეს ლაპარაკობს, რასაც პუტინი" აღნიშნა გონჩარენკომ უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, უკრაინას უკვე დასანქცირებული ჰყავს ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი, რძალი ქეთევან ხარაიძე, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი.

გადაწყვეტილება 2022 წლის 20 ოქტომბერს გახდა ცნობილი.

ზელენსკის ბრძანების თანახმად, სანქცირების მიზეზი არის  ივანიშვილის ნათესავების საკუთრებაში არსებული ბიზნესები რუსეთში და კრემლის რეჟიმის დაფინანსებაში თანამონაწილეობა.

უკრაინის ხელისუფლებამ ალექსანდრე ივანიშვილს და უჩა მამაცაშვილს გაუყინა ყველა აქტივი უკრაინის ტერიტორიაზე, შეუზღუდა ფინანსებზე წვდომა, აუკრძალა კომერცია და საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი