საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გენ.პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესი დადგინდა | განცხადება

გამოქვეყნდა:

საპროკურორო საბჭოს მიერ დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესი დადგინდა. განცხადებას პროკურატურა ავრცელებს:

საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ყველა პირთან ინდივიდუალურ გასაუბრებას ჩაატარებს.  

გასაუბრების პროცესი  "ლაივ სტრიმით“ გადაიცემა. გასაუბრების დასრულების შემდგომ, საპროკურორო საბჭო, შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა პირს ფარული წესით უყრის კენჭს და პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის, გამოცდილების და მორალური  ღირებულებების გათვალისწინებით, შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

კონსულტაციები და გენერალური პროკურორობის კანდიდატების წარდგენა 2024  წლის 27 ივნისის ჩათვლით გრძელდება, - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი