"ელჩის რანგში ბოლო მიღებას ვმასპინძლობ... ქვეყანას ვტოვებ რწმენით, რომ საქართველო გახდება ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი" | კლეიტონი

გამოქვეყნდა:

"ელჩის რანგში ბოლო მიღებას ვმასპინძლობ... ქვეყანას ვტოვებ რწმენით, რომ საქართველო გახდება ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი საუბრობს. ის დღეს მეფე ჩარლზ მესამეს ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებას მასპინძლობს. 

სამწუხაროდ, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის რანგში ბოლო მიღებას ვმასპინძლობ. ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგია იყო საქართველოში 4 წლის განმავლობაში ცხოვრება და მუშაობა. ამ არაჩვეულებრივ ქვეყანას ვტოვებ მტკიცე რწმენით, რომ საქართველო მიაღწევს მის მიზანს და გახდება ევროპისა და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკურ ოჯახთან ინტეგრაციის გზაზე, - განაცხადა კლეიტონმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი