სასტიკი სადამსჯელო ოპერაცია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. გავრილოვის სისხლიანი ღამიდან 5 წელი გავიდა. ოლიგარქის ხელისუფლებამ 20 ივნისს ათი ათასობით მოქალაქეს, რომლებმაც აგრესორი ქვეყნის კომუნისტო დეპუტატის საქართველოს პარლამენტში ყოფნა გააპროტესტეს, ბრუტალური ძალა დაუპირისპირა და ე.წ. დათვის ტყვიებით გაუსწორდა. ის რომ აქციის დარბევის დროს არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც დაადასტურა, თუმცა საქართველოში 20 ივნისის მოვლენებისა და სამართალდამცველების შესაძლო დანაშაულის გამოძიების ნაცვლად ხელისულებამ საქმეები სამოქალაქო აქივისტებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ აღძრა.