ევროკავშირი სომხეთს 18 მილიონი ევროთი დაეხმარება

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი სომხეთს 18 მილიონი ევროთი დაეხმარება - ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს და წერს, რომ სომხეთის რესპუბლიკასა და ევროკომისიას შორის დაფინანსების შეთანხმება ქვეყნის მთავრობამ დაამტკიცა. დოკუმენტის პროექტი, სახელწოდებით "შეთანხმება სახელმწიფო გაძლიერებისა და გამძლეობის შესახებ სომხეთის რესპუბლიკისთვის" მთავრობის სხდომაზე ვიცე-პრემიერმა მგერ გრიგორიანმა წარადგინა.

მისი თქმით, 2024 წლის პირველ კვარტალში ხელმოწერილი პროგრამის მიზანი, რომლის საერთო ღირებულებაც 15 მილიონი ევროა, სომხეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობაა, კერძოდ, პრიორიტეტად მთიანი ყარაბაღიდან დევნილების საშუალოვადიანი და გრძელვადიანი პრობლემები, ასევე მათი გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია წამოიწევა. 

მისივე განცხადებით, კიდევ ერთი შეთანხმებით, რომელიც მთავრობის არასაანგარიშო საკითხების პაკეტშია, ევროკავშირი მხარდასაჭერად დამატებით 3 მილიონ ევროს გამოყოფს .

“აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს მთავრობის მხარდაჭერას უფრო ფართო რეფორმების პროცესში, ასევე მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შემდგომ სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციაში, კერძოდ, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სტრატეგიების განხორციელებაში”, - განაცხადა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი