ზუსტად 5 წლის წინ, ამ დროს, რუსთველის გამზირზე მოვლენები უკიდურესად იძაბებოდა. საქართველოს ათასობით მოქალაქე, რომელიც უკიდურესად გააღიზიანა "ქართული ოცნების" კრემლისადმი მორჩილების კიდევ ერთმა მაგალითმა, პარლამენტის შენობის წინ პროტესტს გამოთქვამდა. სახალხო მღელვარების საპასუხოდ კი "ქართული ოცნება" სპეცრაზმებს და სასტიკ დარბევას ამზადებდა.
გავრილოვის ღამის სისხლისღვრა ამ დრომდე "ქართული ოცნების" ხელისუფლების გამოუძიებელი დანაშაულია. და დღეს მოქალაქეები კვლავ იკრიბებიან რუსთაველზე, რომ დამნაშავეების დასჯა და ოლიგარქის კლანის რუსული პოლიტიკის დასრულება მოითხოვონ.
პარლამენტთან დღეს ახალგაზრდები შეიკრიბნენ - ისინი ამ წუთებში გმირთა მოედნისკენ მსვლელობით მიდიან.