
თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, "მთავარი არხის" დირექტორი და დამფუძნებელი, ნიკა გვარამია “გარყვნილი ხელისუფლების” სახეა ამ თემაზე მინისტრმა პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.
ამ ბოროტული, მტრული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული ძალის, ნაციონალური მოძრაობის სახე, გარყვნილი ხელისუფლების სახე - გვარამია, რომელიც არის სახე ამ გარყვნილი ორგანიზაციის ლიდერების, მე ლიდერებზე მაქვს აქცენტი. რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ეს არსება და თქვა, რომ მისთვის გაუგებარია და ავადმყოფობაა ოჯახის ერთგულება, სიყვარული, მეუღლის შვილები, წარმოგიდგენიათ, როგორი დაზიანებული, გაუბედურებული ფსიქიკის ადამიანებთან გვაქვს ჩვენ ურთიერთობა და რამდენს ვითმენთ, იმოტომ რომ დემოკრატია გვაქვს და გვაქვს ტოლერანტული საზოგადოება, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები "გაუგებარი, სულელი კაცის", მიხეილ სააკაშვილის მორჩილებაში იყვნენ და ისინი აღვირახსნილ, გარყვნილ ცხოვებას ეწეოდნენ.
ამავე გადაცემაში ჟურნალისტის კითხვას, შედგა თუ არა ოპოზიციური გაერთიანება ხელისუფლების შესაცვლელად ღარიბაშვილმა უპასუხა რეპლიკით: "თქვენ ძალიან ოპოზიციონერი ხართ, მე არ გიცნობთ ასეთად, მაგრამ ალბათ იმას უყურებთ "მთავარ არხს", თქვენ ხართ დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ".
ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის მსგავსი დემოკრატი მმართველი ქვეყანას არ ჰყოლია და რომ ის ძალიან ბევრს მუშაობს, კონკრეტულად დილის 6 საათიდან.
მისი შეფასებით, ჭკვიანი ადამიანის მხრიდან მიხეილ სააკაშვილისთვის დაჯერება იგივეა, რაც ქრისტიანის მხრიდან ეშმაკის აღსარებისთვის დაჯერება.
თავდაცვის მინისტრის განმარტებით, მომზადდა 10-წლიანი განვითარების გეგმა, რომელშიც ახალი თავდაცვითი სისტემების შესყიდვასთან ერთად ავიაციის აღდგენაც შედის.
არ ეგონოს ვინმეს, რომ ჩვენ მხოლოდ ჯარისკაცების სოციალურ უზრუნველყოფაზე ვართ გადასულები, შეიარაღება არის ერთ-ერთი მთავარი, ასევე საბრძოლო მზადება და ჩვენი ჯარისკაცების მომზადება. ამაზე ვარ გადართული მაქსიმალურად. გავაკეთებინე 10-წლიანი განვითარების გეგმა, როგორი უნდა იყოს თავდაცვის ძალები 2030 წელს და მანამდე როგორ მივდივართ, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის აზრით, შეცდომა იყო ის, რომ ჯარს მეტი ყურადღება არ ექცოდა, მაგრამ 1 წელში ბევრი რამის კომპენსირება მოხდა.