ამერიკელი სენატორები მოითხოვენ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას | კანონპროექტი დაინიცირდა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სენატში რუსეთის ტერორისზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ ორპარტიული კანონპროექტი დაინიცირდა. კანონპროექტის ინიციატორები, სენატორები, დემოკრატი, რიჩარდ ბლუმენტალი და რესპუბლიკელი, ლინდსი გრეჰემი არიან.

"რუსეთი იმსახურებს ყოფნას მკვლელობის ჩამდენი სისასტიკის ამ პატარა, შერჩევით კლუბში," - განაცხადა ბლუმენტალმა.

ბლუმენტალმა და გრეჰემმა თქვეს, რომ მათ "პირველად ნახეს ტერორიზმის ის სახეობა, რომელიც რუსეთმა ჩაიდინა და დააფინანსა მთელ მსოფლიოში" - ბუჩაში, უკრაინაში ბოლო ვიზიტის დროს.

სენატორების განცხადებით, კანონპროექტი აშშ-ს საშუალებას მისცემს დააწესოს უფრო მკაცრი სანქციები, მათ შორის მათთვის, ვინც რუსეთთან ბიზნესს აწარმოებს და აშშ-ის სასამართლო სისტემას გზას გაუხსნის სამართლიანობა მოძებნონ "პუტინის ბარბაროსული ქცევის" მსხვერპლთათვის.

"ჩემი აზრით, ეს გზავნილი მსოფლიოსთვის ისეთივე მნიშვნელოვანია მორალური თვალსაზრისით, როგორც ნებისმიერი პრაქტიკული შედეგი," - თქვა ბლუმენტალმა და აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან "თავშეკავება დაკარგა". გრეჰემის თქმით კი, ეს კანონპროექტი უკრაინისთვის "მორალური სტიმულის" მიცემას გულისხმობს. სენატორებმა კანონპროექტი მას შემდეგ დააინიცირეს, რაც რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ გამოაცხადეს.

დამტკიცების შემთხვევაში, რუსეთი შეუერთდება სიას, რომელშიც ასევე შედიან კუბა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სირია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი