"არა "ოცნების" ვიზიტს" | ბერლინში, ემიგრანტები საქართველოს მთავრობის წევრებს აქციით დახვდნენ

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის დაგვიანებული აღნიშვნა ბერლინში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. 26 მაისის აღსანიშნავად საზეიმო მიღებას ხელისუფლება ბერლინში 21 ივნისს, სასტუმრო ადლონში ატარებს. შენობის გარეთ კი შეკრებილები არიან გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და ემიგრანტები და "ქართული ოცნების" პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა "გზაა".

აღსანიშნავია ისიც, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ საზეიმო ღონისძიებაზე არ მიიწვია გერმანიაში მცხოვრები ისეთი ცნობილი ქართველი ხელოვანები, როგორებიც არიან ნინო ხარატიშვილი და ზაალ ანდრონიკაშვილი. დიდი ალბათობით, ამის მიზეზი მათი საჯაროდ გაცხადებული სამოქალაქო პოზიციაა.

ქალების მარში თბილისში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი