ქართული ჯარი ამერიკის დახმარების შეწყვეტის საფრთხის წინაშე | აშშ-ის თავდაცვის აქტში საქართველოზე ჩანაწერი გამქრალია

გამოქვეყნდა:

ქართულ არმიას ამერიკული დახმარების გარეშე დარჩენა ემუქრება. "ქართული ოცნების" რუსული პოლიტიკის ფონზე ვაშინგტონი არამხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ, არამედ სამხედრო სივრცეშიც იწყებს ურთერთობის შეზღუდვას. წარმომადგენელთა პალატამ უკვე მიიღო თავდაცვის ავტორიზაციის აქტი - რომელიც ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტის განმსაზღვრელი დოკუმენტია.

პირველად, წლების განმავლობაში, აქტში საერთოდ არ არის ნახსენები საქართველო. შეერთებულ შტატებს მთავარი აქცენტი კიდევ ერთ კავკასიურ ქვეყანაზე - სომხეთზე გადააქვს, რომელიც მომავალ წელს პირველად მიირებს დახმარებას თავდაცვით სფეროში. წარმომადგენელთა პალატის ეს აქტი უკვე გადაიგზავნა სენატში და დამტკიცების შემთხვევაში მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერა იქნება საჭირო მის ასამოქმედებლად. 
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი