"არა რუსულ რეჟიმს" | ბერლინში, "ოცნების" ხელისუფლების საზეიმო მიღების პარალელურად, ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს

გამოქვეყნდა:

ქართველი ემიგრანტების საპროტესტო მსვლელობა ბერლინში. ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც "ქართული ოცნების" პოლიტიკის გამო იძულებული გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ, ამ წუთებში ქვეყნის პრემიერმინისტრს ღიად უფიქსირებენ საკუთრ პროტესტს. გერმანიის დედაქალაქში ასობით ჩვენი თანამოქალაქე სკანდირებს - არა რუსულ რეჟიმს. აქცია იმართება სასტუმროსთან, სადაც პრემიერმინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილებს. ზეიმს მხოლოდ "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები ესწრებიან - საელჩომ მიღებაზე არ დაპატიჟა არცერთი ქართველი ემიგრანტი, რომელსაც მკაფიო სამოქალაქო პოზიცია აქვს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი