აშშ რუსეთის სავიზო ცენტრებს ხურავს, რუს დიპლომატებს კი საგადასახადო შეღავათებს ართმევს

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატები რუსეთის სავიზო ცენტრებს ხურავს, რუს დიპლომატებს კი საგადასახადო შეღავათებს ართმევს - ამის შესახებ, "ეხო კავკაზას" ცნობით, აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა. მისი თქმით, დაიხურება სავიზო ცენტრის ორივე ფილიალი, ვაშინგტონშიც და ნიუ-იორკშიც. 

"ახლა დამატებითი ტვირთი ეკისრება რუსი დიპლომატებისა და კონსულების მხრებს", - თქვა მან და დაამატა, რომ რუს დიპლომატებს წაართმევენ "გადასახადებისგან გათავისუფლების ბარათებს", რასაც ანტონოვმა შეერთებული შტატების მხრიდან "წვრილმანი, საზიზღარი თავდასხმა" უწოდა.

რუსეთის ელჩის თქმითვე, აშშ-ის ადმინისტრაციას თავისი გადაწყვეტილება არ განუმარტავს. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი