19 წლის ბიჭის მკვლელობის ახალი დეტალები. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილ შაკო ისაევთან ერთად, ე.წ. უბნის მაყურებელმა მის ძმასაც სცემეს, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია. შაკო ისაევი კი სასტიკი ანგარიშსწორების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის გადარჩენას ექიმები ორი კვირის განმავლობაში ცდილობდნენ. ახალგაზრდა კლინიკაში თავის უმძიმესი ტრავმით შეიყვანეს, რომელიც ისაევმა ვარკეთილში, ქუჩური გარჩევის დროს მიიღო. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით ბიჭს, რომელიც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, ე.წ. ქუჩის მაყურებლები დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, გარჩევაში იმაზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ვიდრე თავდაპირველად გამოცხადდა.
იხილეთ ასევე: