თბილისში 19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე სამი პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სამივე მათგანი ჯგუფური დანაშაულის ბრალდებითაა დაკავებული. უწყებამ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "19 წლის ბიჭი უბნის მაყურებლებმა ცემით მოკლეს..."