შემოწმებულია: კრემლის ანტიდასავლური რიტორიკა ორ ხმაში - ზახაროვა რუსეთში და "ოცნების" პროპაგანდისტები საქართველოში

გამოქვეყნდა:

ზახაროვა რუსეთში და ოცნების პროპაგანდისტები საქართველოში - ერთ ხმაში და ერთი და იგივე გზავნილებით ევროკავშირის წინააღმდეგ. ტყუილი, რომელსაც კრემლის პროპაგანდა ავრცელებს, ოლიგარქის მხარდამჭერები ერთი-ერთში იმეორებენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოდიოზური ფიგურა მარია ზახაროვა მიზანმიზართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ თითქოს ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის ეკონომიკას ანგრევს და ანადგურებს, რაც მტკნარი სიცრუეა და ყველაფერი პირიქითაა - ოფიციალური მაჩვენებლებით ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ქვეყნების ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდება, ეს აისახება თითოეული მოქალაქის შემოსავალსა და კეთილდღეობაზე მხოლოდ დადებითად.

პროპაგანდისტები ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით უარყოფით კონტექსტში-რუმინეთისა და ბულგარეთის მაგალითის ასახელებენ. რეალობა კი ასეთია: ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრები 2007 წელს გახდნენ და ამის შემდეგ მათი ეკონომიკა გაორმაგდა. შემოწმებულია - "მთავარი არხისა" და "მითების დეტექტორის" ერთობლივი პროექტი.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი