ივანიშვილის "საჩუქრები" საარჩევნო წელს | ქველმოქმედება თუ პოლიტიკური ინვესტიცია

გამოქვეყნდა:

ივანიშვილის ქველმოქმდება პოლიტიკური ინტერესით. ოლიგარქს უყვარს საჩუქრების დარიგება, იმ დროს როდესაც პოლიტიკურად უჭირს და წინასაარჩევნო პერიოდია. სიუჟეტში მოგიყვებით საჩუქრებზე, რომელიც სახელმწიფომ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო, შემდეგ კი ოლიგარქის პარტიამ დაუფარავად წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად გადააქცია.

ბოლო ამბით რომ დავიწყოთ, ივანიშვილმა მილიონ 250 ათას გირვანქად კრისტის აქუციონზე იოანე ზოსიმეს 979 წლით დათარიღებული ხელნაწერი შეიძინა და ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადასცა. უფრო ადრე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 25 დღით ადრე - "ოცნებას" ჰქონდა კამპანია - ივანიშვილი იპოდრომს თბილისს უბრუნებს.

ასევე 4 წლის წინანდელი საარჩევნო კამპანიის ნაწილია - გორში ყოფილი ბაზრის ტერიტორიის კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდვა. თუმცა მუნიციპალიტეტისთვის ნაჩუქარი ტერიტორია ახლა მოუვლელი და მიტოვებულია. წლებსა და პოლიტიკურ მოცემულობას თუ გავყვებით - ბიძინა ივანიშვილი „საჩუქრებს“ საარჩევნო წელს ან იმ დროს არიგებს, როდესაც ეს მას პოლიტიკურად სჭირდება - ნანუკა მაღლაკელიძემ იმუშავა თემაზე.

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი