"ოცნების" მთავარი რობორკოპის, ხარებას ცემის ამბავი გრძელდება. ოლიგარქის ორი დაჯგუფების შერიგება ამ დრომდე ვერავინ შეძლო. შედეგიც სახეზეა - ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი, რომელიც "ოცნების" ე.წ. ტიტუშკების მეთაურია, სავარაუდოდ ისევ გაქცეულია და საქართველოში ისევ არ იმყოფება. სამსახურში შინჯიკაშვილი კვირებია არ გამოჩენილა. სავარაუდოდ მარტყოფში აღარ იმყოფებიან შინჯიკაშვილის ოჯახის წევრები და გუბერნატორის მოადგილის სახლს ამიტომ ადგილობრივებიც აღარ იცავენ.
ამასობაში ხარებას ცემის ამბის ახალი ფიგურანტიც გამოიკვეთა. "მთავარ არხს" წყარო უყვება, რომ დაპირისპირების მონაწილეა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი; როგორ და რა ნაწილში ფიგურირებს ამ დაჯგუფებების დაპირისპირებაში ათაბეგაშვილი - ირაკლი ბახტაძემ იმუშავა თემაზე და იხილეთ მისი სიუჟეტი.