საბერძნეთში, იახტიდან გაშვებული ფოიერვერკის შედეგად ტყეში ხანძრის გაჩენის საქმეზე 13 ადამიანი დააკავეს

გამოქვეყნდა:

საბერძნეთის კუნძულ ჰიდრაზე ტყის ხანძრის გაჩენის საქმეზე 13 ადამიანი დააკავეს. როგორც მედია ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, ხანძარი კუნძულის ტყეში იახტიდან გაშვებული ფოიერვერკის შედეგად გაჩნდა.

ცნობილია, რომ 13-ვე დაკავებული საბერძნეთის მოქალაქეა. თუმცა, განცხადებაში იახტა ნახსენები არ არის. 

„აღშფოთებულები ვართ, რომ ზოგიერთმა ადამიანმა ასე უპასუხისმგებლოდ ისროლა ფოიერვერკი ფიჭვნარის მიმართულებით“, - განაცხადა კუნძულ ჰიდრას მერმა, გიორგოს კოკოდაკისმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი