უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის ოლქებზე. გუბერნატორის, ალექსანდრ ბოგომაზის განცხადების მიხედვით, ღამის განმავლობაში, ბრაიანსკის ოლქის თავზე 30 დრონი ჩამოაგდეს. მისი თქმით, ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა.
სმოლენსკის ოლქის გუბერნატორმა ვასილი ანოხინმა ასევე დაწერა ღამით დრონებით თავდასხმის შესახებ, მათი რიცხვის დაზუსტების გარეშე.
მისი თქმით, საჰაერო თავდაცვა მუშაობდა სმოლენსკსა და იარცევოში, მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.